დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქობულეთში

22 მაი 2024

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ღონისძიებები 13:00 საათიდან ცენტრალურ მოედანზე დაიწყება. დაგეგმილია სხვადასხვა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და გასართობი აქტივობები.

ახლადრეაბილიტებული კულტურის სახლის შენობაში ხუთ საპატიო ქობულეთელს დააჯილდოვებენ. 26 მაისს, მუნიციპალიტეტს ლატვიის, ლიეტუვის, ისრაელის, სომხეთის, პოლონეთის 5 დამეგობრებული ქალაქიდან წარმომადგენლები ეწვევიან.

26 მაისის ღონისძიებებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარია გამოყოფილი.