„დინამო“ თბილისი VS „დინამო“ ბათუმი

23 მაი 2024

დღეს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მე-16 ტურის სამი შეხვედრა გაიმართება.  „სამტრედია“ სახლში გორის ''დილას'' მიიღებს, ხოლო ''იბერია 1999'' კოლხეთს.

ტურის ცენტრალური მატჩი კი ორი ''დინამოს'' დაპირისპირებაა. ბორის პაიჭაძის ''დინამო არენა''-ზე თბილისის ''დინამო'' ბათუმის ''დინამოს'' უმასპინძლებს.

ამ დროისთვის ბათუმელებს 27 ქულა აქვთ და თბილისის ''დინამო'' 9 ქულით ჩამორჩება.

მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, რის გამოც საინფორმაციო გამოშვება ''მთავარი'' 20 საათზე და ირინა ყურუას გადაცემა „სათქმელი“ ეთერში არ გავა.