23 მაი 2024
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობებმა შუახევში მცხოვრები ბავშვებისთვის ,,ნაცარქექიას" ჩვენება მოაწყვეს. ყველა თაობისთვის საყვარელი ზღაპრის ინსცენირება მუნიციპალიტეტში მცხოვრები სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი ინტერპრეტაციით დაიდგა. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისთვის შესაბამისი თემატიკის წარმოდგენებს ყოველწლიურად მართავს