თავდაცვის სამინისტროს რეპეტიცია 26 მაისის ღონისძიებისთვის

25 მაი 2024

თავისუფლების მოედანზე ხვალ ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს იზეიმებს. თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებმა და ახალწვეულებმა გენერალური რეპეტიცია  უკვე გაიარეს.  

სამხედრო ფიცს ახალწვეულები თბილისსა და კიდევ 5 ქალაქში დადებენ.

წელს ქართულ ჯარს 448 ახალწვეული შეუერთდება.   

საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქსა და 18 ქალაქში სამხედრო ტექნიკის,  შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყობა.