ახალგაზრდული ფორუმი 2024

27 მაი 2024

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით„ მუნიციპალური ფორუმი 2024 გაიმართა.  მასში აჭარის   ექვსივე მუნიციპალიტეტიდან 45-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. 

პანელურ  შეხვედრაზე  ახალგაზრდების შეკითხვებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უპასუხეს.  ფორუმის დასკვნით ღონისძიებას  წინ უძღოდა 4 დღიანი ტრენინგ სემინარები, სადაც მონაწილეებმა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული  პროექტების წერა ისწავლეს. ახალგაზრდებმა  შეიმუშავეს  ერთობლივი პროექტები და ინიციატივები, რომელთა პრეზენტაციაც  ფორუმზე გაიმართა

. გამარჯვებულ პროექტს  ხმათა უმრავლესობით კომისია შეარჩევს და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი დააფინანსებს.  ღონისძიების მიზანია ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლება, გამოცდილების გაზიარება, კავშირების დამყარება და მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა.