ბარათაშვილის ქუჩაზე მოძრაობა დროებით ცალმხრივია

28 მარ 2017

ბარათაშვილის ქუჩაზე მოძრაობა დროებით ცალმხრივია. ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ნიშნულებს ღებავენ. იხაზება ზებრა გადასასვლელი და გზის გამყოფი ზოლები. რის გამოც 4-5 საათის განმავლობაში ავტომობილებს მოძრაობა ცალმხრივად შეეზღუდებათ. მოძრაობა ნებადართულია ერას მოედნიდან თბილისის მოედნის მიმართულებით. ხვალ სამუშაოები  გორგილაძის ქუჩაზე  დილის 10 საათიდან დაიწყება.