უძრავი ქონება მოტყუებით დაეუფლების ფაქტები

31 მაი 2024

"დახმარება" სესხის აღებაში და, მოტყუებით, უძრავი ქონების ვალდებულებით დატვირთვა - ბრალი წაუყენეს 4 პირს, რომლებმაც მოქალაქეების ასობით ათასი ლარი თაღლითურად მიისაკუთრეს.

აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობით ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ 9 დაზარალებულის კუთვნილ, ჯამში 266 568  ლარს. ასევე დაზარალებულებმა დაკარგეს მათი  უძრავი ქონებები. სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 30 მაისს დააკავეს. დანაშაული  7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.