ენმ-ის ოფისზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო

01 ივნ 2024

საგამოძიებო მოქმედებები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში - ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, თუმცა პარტია მუხლის გადაკვალიფიცირებას და გამოძიების დაწყებას ჯგუფური თავდასხმის მუხლით ითხოვს. ენმ-ს ცენტრალურ ოფისის მინები ჩაამსხვრიეს და პარტიის ინვენტარი გასულ ღამეს დააზიანეს.

პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ თავდამსხმელები ოფისში შეჭრასაც ცდილობდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს.