ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები

02 ივნ 2024

პარტია ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარემ რეგიონებში შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით დაასრულა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლო მე-10 შეხვედრა პარტიულ აქტივთან თელავში გამართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასა.