სტამბოლში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა - არის მსხვერპლი

02 ივნ 2024

თურქეთში, სტამბოლის ცენტრში, ოთხ სართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

მაშველებმა ნანგრევებიდან 8 ადამიანი გამოიყვანეს. ერთი მათგანი მძიმედაა დაშავებული.

თურქული მედიის ცნობით, ინციდენტის მიზეზი, სავარაუდოდ, უკანონო დაშენება გახდა.