სააგენტო „TIKA“ - სა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ერთობლივი პროექტი გურიაში

04 ივნ 2024

გურიაში მცხოვრები ვეტერან ფერმერთა მიერ  წარმოებული თაფლი დააგემოვნეს დღეს ანასეულში. მათ პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო დანადგარები, სპეცტანსაცმელი და სკები თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო “TIKA” -სგან გადაეცათ. 

პროექტი გურიაში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და სააგენტო “TIKA” -ს ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა. დღეს პროექტის შედეგების გასაცნობად იმყოფებოდა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და თურქეთის ელჩი. 

ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად ამჯერად სააგენტო “TIKA”გურიის ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერან-ფერმერთა ასოციაციის წევრებს დაეხმარა.