მოსმენა აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ

05 ივნ 2024

თბილისში უერთიერთბრალდებების მიზეზი გახდა კონგრესში გაკეთებული განცხადებები. მოღალატეები და ორჯონიკიძეები ამ ტიპის პარალელები კეთდებოდა დღეს მმართველ გუნდში, ოპოზიციამ კი ქვეყნის ინტერესების დაცვა ამოიკითხა. კონგრესმენებმა საქართველოში „ უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მწვავედ შეაფასეს. განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთდა და ითქვა, რომ ასეთი ნაბიჯებით ქვეყანა ავტოკრატიის გზას დაადგება.