ახალი ადმინისტრაციული შენობა ჩაოში

05 ივნ 2024

ხულოში, სოფელ ჩაოში ახალი ადმინისტრაციული სახლი აშენდება, რომელიც მრავალფუნქციური იქნება. მასში ახალგაზრდული ცენტრი, ბიბლიოთეკა, ალტერნატიული საბავშვო ბაღი, მცირე მუზეუმი და ადმინისტრაციული პერსონალის კაბინეტები განთავსდება. სოფელ ჩაოში ამჟამად 50-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.