შალვა პაპუაშვილი - “ევროკავშირიც გარკვეული ბიუროკრატიული კავშირია”

06 ივნ 2024

სირცხვილია, საბოლოო ჯამში, რაზეც ვსაუბრობთ – ევროკავშირის ფული ფარულად, სპეცსამსახურების მეთოდებით იხარჯება საქართველოში. ეს არის ფაქტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, არანაირი ანგარიშვალდებულება არ აქვთ არც საქართველოს და არც ევროკავშირის მოქალაქეების მიმართ, რაში იხარჯება საქართველოში მათი ფული.