ნაკრებს ავსტრიაში გიორგი მიქაუტაძეც შეუერთდა 

06 ივნ 2024

გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებს ავსტრიულ შეკრებაზე შეუერთდა. გუნდი ევრო 2024-ისთვის მზადებას სრული შემადგენლობით აგრძელებს, – ინფორმაციას ნაკრების პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელებიდან ყველაზე გვიან გამოცხადდა, რადგან საფრანგეთის ლიგა 1-ის პლეი ოფში „მეცს“ „სენტ ეტიენთან“ ორმატჩიან დაპირისპირებაში ეხმარებოდა. ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებაზე 26 ფეხბურთელია მიწვეული.

ტურნირამდე საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს, 9 ივნისს პოდგორიცაში მონტენეგროს დაუპირისპირდება.