ღია კარის დღე კადეტთა სამხედრო ლიცეუმში

07 ივნ 2024

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება.

ამ მიზნით ლიცეუმმა საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეებთან სკოლებში უკვე ჩაატარა.

საინფორმაციო შეხვედრების ციკლი კი, „ღია კარის დღის“ ღონისძიებით ლიცეუმში დასრულდა. „ღია კარის დღეზე“ ლიცეუმმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ათასამდე ვიზიტორს უმასპინძლა.