მსოფლიო ლიდერები დანიის პრემიერზე თავდასხმას გმობენ

08 ივნ 2024

დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. შარლ მიშელი მომხდარს მხდალი აგრესიის აქტს უწოდებს და გმობს ფაქტს.  განცხადება გაავრცელა ასევე ევროპარლამენტის პრეზიდენტმაც. „დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა შემზარავია. ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს.

იყავი მტკიცედ, მეტე!”- დაწერა სოციალურ ქსელში რობერტა მეცოლამ. ევროკომისიის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ მომხდარით შოკირებულია და გმობს ამ საზიზღარ აქტს, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს რისიც წამთ და რისთვისაც იბრძვიან ევროპაში.