ღია კარის დღე სამხედრო ბაზაზე

09 ივნ 2024

„ერთი დღე ჯარში“ - პროექტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველ ქვეით ბრიგადას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

ღონისძიებაში ჩართულები იყვნენ იმ სკოლების წარმომადგენლები, რომელთა სასწავლო პროგრამაშია საგანი - „სამხედრო საქმე“.

თეორიული სწავლების პარალელურად, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურას, ტექნიკასა და შეიარაღებას, ასევე  ჯარისკაცების საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს.

დღის ბოლოს, სტუმრებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს.