სავიზო შეზღუდვები - შეფასებები

09 ივნ 2024

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებისა და ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, დღეს საქართველოს 30-მდე მოქალაქეა დასანქცირებული, რომელთა ვინაობა უცნობია.

ოპოზიცია ვარაუდობს, სანქცირებულთა სია გაფართოვდება და სერიოზული პრობლემები არა მხოლოდ კონკრეტულ პირებს, არამედ საქართველოს ეკონომიკასაც შეექმნება.