საზღვაო სეზონის ოფიციალური გახსნის ღონისძიება 

10 ივნ 2024

წყალზე სამაშველო აღჭურვილობა, ავტოტექნიკა, მცურავი საშუალებები, ასევე საჰაერო და წყალქვეშა დრონები გამოიფინა ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით.

სტუმრებისთვის განახლებული მცურავი საშუალებების, კერძოდ, სამაშველო სკუტერებისა და სწრაფმავალი კატარღების პრეზენტაცია გაიმართა.

მეხანძრე-მაშველები, რომლებიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არიან აღჭურვილები, აჭარაში  სრულად აითვისებენ შავი ზღვის სანაპირო ზოლს და შესაბამის მონიტორინგს გაუწევენ.

ინფორმაცია და ვიდეო მასალა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.