10 ივნ 2024
ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია მმართველ გუნდს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათი რიტორიკა უცხოელი პარტნიორების მისამართით ქვეყნის მომავალს აზიანებს.
დეპუტატმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც ქართულ - ამერიკული პარტნიორობის დაზიანებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ქართული ჯარი ყოველთვის იდგა ნატოს ჯარების გვერდით და მათ მხარდამხარ იბრძოდა, ერაყსა და ავღანეთში.
მისი თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან სტრატეგიული პარტნიორის კრიტიკა სავალალო შედეგებს გამოიწვევს.