ევროპარლამენტის არჩევნები - გამოხმაურებები

10 ივნ 2024

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებით ევროკავშირის პოლიტიკა არ იცვლება - ასეთია გამოხმაურებები საქართველოს პარლამენტში.

საპარლამენტო ოპოზიციას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება არ ყოფილა.

ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ ევროკავშირის მოსახლეობამ ამ არჩევნებით პასუხი გასცა იმ უსაფუძვლო სანქციებს, რომლებიც საქართველოს დაუწესეს.