საზაფხულო დასაქმების პროექტი

11 ივნ 2024

,,ენერგო-პრო ჯორჯია“ საზაფხულო დასაქმების პროექტს იწყებს. უმაღლესი სასწავლებლების და პროფესიული კოლეჯების სტუდენტები ანაზღაურებად სტაჟირებას 2 თვის განმავლობაში გაივლიან, წარმატებულ ახალგაზრდებს კი დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.

პროექტში მონაწილეობა შეეძლებათ ენერგეტიკის, შრომის უსაფრთხოების, ფინანსების, ლოჯისტიკის და სხვა მიმართულებების სტუდენტებს.