საქართველოს საკალათბურთო ნაკრები იტალიაში საწვრთნელ შეკრებაზე ჩავიდა 

11 ივნ 2024

საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრები იტალიაში გაემგზავრა, სადაც ქალაქ ტრევიზოში ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მოსამზადებელ მეორე ეტაპს გამართავს.

ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა გაფართოებული შემადგენლობით თბილისში პირველიდან 8 ივნისის ჩათვლით ივარჯიშა, რის შემდეგაც შერჩეული 15 კალათბურთელით ნაკრები იტალიაში, საწვრთნელი შეკრების ჩასატარებლად გაემგზავრა.

ნაკრებს იტალიაში შეუერთდება – კაპიტანი თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი და ტრევიზოში 12-დღიანი ვარჯიშების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ქალაქ ტრენტოში გადაინაცვლებს, სადაც იტალიის ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურ მატჩში, 23 ივნისს დაუპირისპირდება.

რაც ეეხება პარიზის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპს, ის ლატვიის დედაქალაქ რიგაში 2-დან 7 ივლისის ჩათვლით გაიმართება.