პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში გიორგი ამილახვარს უსმენენ

13 ივნ 2024

პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს უსმენენ. გიორგი ამილახვარი პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს წლიურ ანგარიშს წარუდგენს.

მინისტრის განცხადებით, წინა წელთან შედარებით უწყების ბიუჯეტი 500 მილიონი ლარით გაიზარდა და 3 მილიარდს მიაღწია. მინისტრმა ასევე გაიხსენა წარსული, როდესაც 2012 წელს იმავე უწყების ბიუჯეტი მხოლოდ 700 მილიონი ლარი იყო.

გიორგი ამილახვარის განცხადებით, ამ ეტაპზე170-ზე მეტი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს.

გიორგი ამილახვარმა პროფესიულ განათლებაზეც ისაუბრა.

მინისტრის განმარტებით, კერძო-საჯარო პარტნიორობის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს კერძო სექტორის შემოყვანა პროფესიული განათლების განხორციელების პროცესში.

მოგვიანებით მინისტრი დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხებს.