დეტროიტის აკვაპარკში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა

16 ივნ 2024

აშშ-ში, დეტროიტის აკვაპარკში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შეიარაღებულმა კაცმა, პარკის ტერიტორიაზე, 30-მდე გასროლა განახორციელა, შემდეგ კი, ადგილიდან მიიმალა. დაჭრილთა შორის ორი მცირეწლოვანია.

პოლიციამ თავდამსხმელი, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი იპოვა. მან, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თავდასხმის მოტივი და აკვაპარკთან მისი კავშირი უცნობია.