ღაზის სამხრეთში აფეთქების შედეგად რვა ისრაელელი სამხედრო დაიღუპა

16 ივნ 2024

ღაზის სამხრეთში, აფეთქების შედეგად, რვა ისრაელელი სამხედრო დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქდა ავტომობილი, რომელშიც ჯარისკაცები იმყოფებოდნენ. ისინი თალ ალ-სულთანის რაიონში, ოპერაციიდან ბრუნდებოდნენ.

ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ აღნიშნული ოპერაციის დროს 50 „ჰამასელი“ მებრძოლი მოკლეს.

ღაზის ჯანდაცვის უწყება კი, 30 მშვიდობიანი პალესტინელი დაღუპვის შესახებ იუწყება.