ფეხბურთის ფედერაციის განცხადება და გამოხმაურებები

17 ივნ 2024

მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა და მათი დამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 13 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციას საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების შესახებ.

„ჩვენთვის მთავარი მიღწევა და ჯილდო უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე ასპარეზობაა - მთავარ პრიორიტეტს და საზრუნავს კი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელის ღირსეულად წარმოჩენა წარმოადგენს და ამ მიზნისთვის ერთიანი გუნდით ვაგრძელებთ მზადებას“ - წერია განცხადებაში.

ხელისუფების წევრების განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც პოლარიზაციაზე საუბრობს სპორტსმენები  პოლიტიკური ნიშნით დაყო. ოპოზიციის განცხადებით კი, მნიშვნელოვანი თამაშის წინ ხელისუფლება ინტრიგებში ჩაგდებას უნდა შეეშვას.