ახალი სკვერი ჯავახიშვილის ქუჩაზე

19 ივნ 2024

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობა დასრულდა. რეკრეაციული სივრცე სათანადოდ მოეწყო მათ შორის  განთავსდა ატრაქციონები, დეკორატიული მოაჯირები, დაიგო მწვანე საფარი და განათების სისტემა.  სამუშაოებისთვის   473 ათასი  ლარი დაიხარჯა.