ბათუმი ალეკო თხილაიშვილს ემშვიდობება

21 ივნ 2024

ბათუმი ალეკო თხილაიშვილს ემშვიდობება. აჭარის ტელევიზიის  ერთ-ერთი გამორჩეული და რეიტინგული გადაცემის გასტრომოყვარულის ავტორსა და წამყვანს წმინდა ბარბარეს ტაძრიდან ხვალ გაასვენებენ.  ალეკო თხილაიშვილი 15 წლის განმავლობაში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გუნდის წევრი იყო.