უკრაინულმა პოლიციამ დააკავა მოქალაქეთა ჯგუფი, რომლებიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას და მოლდოვაში გაქცევას ცდილობდნენ

22 ივნ 2024

უკრაინაში პოლიციამ დააკავა მოქალაქეთა ჯგუფი, რომლებიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას და მოლდოვაში გაქცევას ცდილობდნენ.

უკრაინული მედიის ცნობით, ჯამში, დაკავებულია 47 სამხედრო ვალდებული პირი და 7 ორგანიზატორი.

გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზატორები ერთი ადამიანის საზღვარზე გადაყვანის სანაცვლოდ, 10 000 დოლარამდე თანხას იღებდნენ.