რუსეთის ძალებმა უკრაინის სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში

22 ივნ 2024

გასულ ღამეს რუსეთის ძალებმა უკრაინის სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ ობიექტზე დაშავდა ორი ენერგეტიკოსი. 

უკრაინის ელექტროსისტემების ოპერატორი კომპანიის „უკრენერგოს“ ცნობით, დაზიანებულია აღჭურვილობა ზაპოროჟიესა და ლვოვის ოლქებში მდებარე ობიექტებზე.

რუსეთმა ღამით უკრაინაზე დარტყმები სხვადასხვა რაკეტითა და „შაჰედის“ ტიპის დრონებით განახორციელა.