26 წელი ისტორიული რეფერენდუმიდან

30 მარ 2017

31 მარტს საქართველოში ორი მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება. 1991 წლის 31 მარტს,  პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით, ქვეყანაში საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობას მოსახლეობის 98%-მა დაუჭირა მხარი. 31 მარტი, პირველი პრეზიდენტის,  ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეცაა. თარიღთან დაკავშირებით კომენტარები ოფიციალურმა პირებმა გააკეთეს.