ბათუმი ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს

23 ივნ 2024

ბათუმი 8- დან 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორისჭადრაკში ფიდეს მსოფლიო თასს მასპინძლობს.  ჩემპიონატი დღეს დაიწყო და 3 ივლისამდე გაგრძელდება.

ასპარეზობაში მონაწილეობას იღებს 40 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი.თითოეულ კატეგორიაში მოთამაშეთა რაოდენობა განსაზღვრულია ფიდეს მიერ დადგენილი კვოტებით, ტურნირის დებულების მიხედვით.