ავტოსკოლები კონტროლს მიღმა

30 მარ 2017

ავტოპარკი საქართველოში ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობაც, ვინც მართვის მოწმობას იღებს. მოთხოვნას ერგება ბიზნესიც და დღეს ავტოსკოლა თითქმის ყოველ ნაბიჯზე გვხვდება, თუმცა უმეტესობა ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე მუშაობს.