საერთაშორისო ტურნირი კრივში

24 ივნ 2024

ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა აჭარის კრივის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, წარსულში ცნობილი მოკრივის, საქართველოს ჩემპიონისა და პრიზიორის ირაკლი აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი კრივში, რომელშიც 14 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

ასპარეზობა მამაკაცთა და გოგონათა შორის, როგორც ახალგაზრდებში, ასევე დიდების კატეგორიაში გაიმართა.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები, რომლითაც საქართველოს ნაკრები დაკომპლექტდება. ეს ტურნირი არის ერთ-ერთი მოსამზადებელი ეტაპი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელშიც ქართველი მოკრივეები იასპარეზებენ.