საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები - სამუშაო შეხვედრა

24 ივნ 2024

ელექტრონული არჩევნების პროცედურები, საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები და ახალი ტექნოლოგიები - ეს არის მთავარი საკითხები, რომლებსაც აჭარის გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე განიხილავენ.  

შეხვედრას 70-ზე მეტი პედაგოგი და საბავშვო ბაღის აღმზრდელი ესწრება.

ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრას საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი და აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის  საბჭოსთან ერთად ატარებს.