მოსახლეობასთან შეხვედრა

31 მარ 2017

ახალი სანერგე ჯიშები, ყურძნის სუბსიდირება, სასოფლო სამეურნეო ტექნიკისა და შხამ- ქიმიკატების შეღავათიან ფასად შეძენა - ეს  პრობლემები ქედის მოსახლეობამ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან შეხვედრისას დაასახელა. ადგილობრივებმა ასევე,  მამაპაპისეული ტერიტორიების საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვენ.  ისაუბრეს    თემის რწმუნებულის არჩევის წესთან შესახებაც. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის’’ ორგანიზებით  ჩატარდა.