ზღვიდან ხმელეთზე

31 მარ 2017

ხმელეთიდან წყალში და წყლიდან ხმელეთზე - ასწლოვანი ტიტა ჯერ მხოლოდ რამდენიმე მეტრის რადიუსში მოძრაობს და კვლავ გადარგვის მოლოდინშია. ხე დენდროლოგიურ პარკში ამ დრომდე ვერ გადააქვთ.  შესაძლოა მისი გატანა სანაპიროდან დღესაც ვერ მოხერხდეს. კომპანია “გზა”-ში რომელიც ხის გადატანით სამუშაოებს ახორციელებს აცხადებენ, რომ ტიტას გადარგვა აჭარიდან გურიაში მოსალოდნელმა შტორმმა შეაფერხა.