საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში

25 ივნ 2024

ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში ორი დღის განმავლობაში  მიმდინარეობდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის  ნანი კირკიტაძის სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში გოგონათა შორის. შეჯიბრება ორ ასაკობრივ კატეგორიაში, 2010-2011 და 2008-2009 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის ჩატარდა.

ტურნირში საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად, ძიუდოისტები უკრაინიდან და თურქეთიდან მონაწილეობდნენ. საერთო ჯამში ტატამიზე 107-მა ჯუდოკამ იასპარეზა.

გამარჯვებულები და პრიზიორები მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ. რაც შეეხება აჭარის ნაკრებს, ნანი კირკიტაძის შეგირდებმა სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში სხვადასხვა სინჯის არაერთი მედალი მოიპოვეს.