დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვა-პრეზენტაცია პარლამენტში

25 ივნ 2024

საქართველოს პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით,  თემატური მოკვლევის - “დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვა” - პრეზენტაცია გაიმართა. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა დიასპორის როლზე ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის საქმეში. მისი განცხადებით, საქართველოს განვითარება ქართული დიასპორის გარეშე წარმატებული და სრულყოფილი ვერ იქნება.