შინ მოვლის პროგრამა

31 მარ 2017

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი შინ მოვლის პროგრამის გაგრძელებას აპირებს. ნადიმ ვარშანიძე კოალიცია ,,შინ მოვლა საქართველოში’’  აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. უჩა ვახანიამ გამგებელს   მუნიციპალიტეტის ადგილობრივი, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის პროგრამის-  ახალი ვერსია შესთავაზა, რაც ექთნების გადამზადებას გულისხმობს. გასულ წელს ამავე ორგანიზაციამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ხანდაზმულთა შინმოვლის პროგრამა, სოფელ  ორთაბათუმში განახორციელა, რომელშიც 40 ბენეფიციარი იყო ჩართული.