ქართველი გულშემატკივრების ზეიმი | თბილისი

27 ივნ 2024

ევრო 2024-ზე პორტუგალიასთან საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 25 000 ადამიანი ადევნებდა თვალს.

თამაშის სანახავად სტადიონზე 6 ეკრანი იყო დამონტაჟებული.

საქართველოს ნაკრების გამარჯვებას გულშემატკივარი დედაქალაქის ქუჩებში მთელი ღამის განმავლობაში აღნიშნავდა.