ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

27 ივნ 2024

ხელვაჩაურში მცხოვრები სპორტსმენები და მათი მწვრთნელები განსაკუთრებული წარმატების წასახალისებლად მერიისგან ყოველთვიურ  ფულად ჯილდოს მიიღებენ. პირველი ადგილის მფლობელები 375 ლარს, მეორეზე გასულები 250-ს, ხოლო მესამე ადგილის პრიზიორები კი 125 ლარს. გადაწყვეტილება დღეს ხელვაჩაურის საკრებულოზე მიიღეს.

საკრებულოს წევრებმა ასევე განიხილეს და მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესაბამის დადგენილებაში ცვლილებასა და დიდაჭარის ქუჩაზე 21- ნომერში მდებარე კომერციული ფართების საწყისი ქირის ახალ საფასურს, რომელიც 1 კვადრატულ მეტრზე 70 ლარის ნაცვლად  168 ლარი იქნება.

დღესვე მერიამ საკრებულოსგან თანხმობა მიიღო ერგესა და განთიადში საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. განთიადში ასევე აშენდება  სამუსიკო სკოლა და ადმინისტრაციული შენობა.