გვარას მცხოვრებლების მოთხოვნა

31 მარ 2017

გვარა-ხუცუბნის დამაკავშირებელი შიდა სასოფლო გზის  მოწესრიგებას ითხოვს გვარას მოსახლეობა. ადგილობრივების განცხადებით გზით 100-მდე ოჯახი სარგებლობს .აჭარის საგზაო დეპარტამენტში ირწმუნებიან, რომ ბიუჯეტის ცვლილების დროს სარეაბილიტაციო თანხებს გაითვალისწინებენ, თუმცა  უწყებაში  ზუსტ ვადებს ვერ ასახელებენ.