იერუსალიმში, მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

30 ივნ 2024

იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან აქცია გაიმართა. 

უცხოური მედიის ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან შეკრებილი მოქალაქეები მთავრობის შეცვლასა და მძევლების გათავისუფლებას ითხოვენ.

როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა  აქცია დაშალეს და პროტესტის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.