თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

30 ივნ 2024

თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან.

იზმირის პროვინციაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ცეცხლის 16 კერა დაფიქსირდა.

ძლიერი ხანძრის გამო სილჩუკსა და კუშადასს შორის საავტომობილო მიმოსვლა შეფერხებულია.

რამდენიმე დასახლებული რაიონიდან მოსახლეობისა და ტურისტების ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ათობით სახანძრო ბრიგადა და ავიაციაა ჩართული.