უკრაინის ომის ერთ დღეში მოგვარება შეუძლებელია - ნებენზია

02 ივლ 2024

„უკრაინის კრიზისი ერთ დღეში ვერ მოგვარდება“-ასეთი იყო გაეროში რუსეთის ელჩის  პასუხი კითხვაზე  აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის განცხადებებთან დაკავშირებით, რომ მას ხელახლა არჩევის შემთხვევაში შეუძლია ომის  24 საათში დასრულება.

რესპუბლიკელ კანდიდატ ტრამპს დეტალები არ გაუმხელია, თუმცა  თქვა, რომ აშშ-ში რომ ყოფილიყო "ნამდვილი პრეზიდენტი," რომელსაც პატივს სცემდა რუსეთის პრეზიდენტი,  მაშინ მოსკოვი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში არ შეიჭრებოდა. 5 ნოემბერს აშშ-ში ოთხი წლის ვადით პრეზიდენტი უნდა აირჩიონ.

არჩევნების შედეგს მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის,  რადგან ის განსაზღვრავს ვაშინგტონის ვალდებულებას, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა მოსკოვის წინააღმდეგ და მიაწოდოს მას  ამერიკული იარაღი.