02 ივლ 2024
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქალაქო სასამართლოებში მოსამართლის 17 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსის შედეგად საბჭო, მათ შორის შუახევის მუნიციპალიტეტში, ერთ მაგისტრანტ მოსამართლეს შეარჩევს.
კონკურში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი ელექტრონული ფორმატით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის მეშვეობით 1 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით უნდა წარადგინონ.