03 ივლ 2024
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართულ ევროპის 20 წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა.
ჩემპიონები გახდნენ 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე არჩილ ბოლქვაძე და მძიმეწონოსანი საბა ჩილაშვილი.
63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა ანრი ხოზრევანიძემ, თორნიკე მიქელაძე კი 77 კილოგრამში ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.